Darispan Plight

November 1, 19:00

პ რ ე მ ი ე რ ა
Performance "Darispan Plight"
(თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი) თბილისში ჩამოდის და ჰ. ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის დასთან ერთად სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“ დარისპანის როლს ითამაშებს.
პრემიერა, 1 ნოემბერს, 19:00 საათზე, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში " " (გ. ცაბაძის № 2, მუშტაიდის ბაღის ტერიტორია) გაიმართება. თურქ კოლეგას, ახალგაზრდა აზერბაიჯანელ მსახიობებთან ერთად, პარტნიორობას ცნობილი ქართველი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გაუწევს. იგი, სპექტაკლში მართას როლს ითამაშებს. ნეჯათი ზენგინის თბილისში ჩამოსვლას თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და მასთან არსებული იუნუს ემრეს სახელობის სახელობის კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს. ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს პრემიერით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნის, მაგრამ ავარიული შენობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო, მაყურებელს თეატრის ფაქტობრივ მისამართზე ვერ მიიღებს, რადგან თეატრს არ გააჩნია გამართული, ტექნიკურად აღჭურვილი სცენა და მაყურებელთა დარბაზი. ამიტომ, თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალგაზრდული დასი, ლაურა რეხვიაშვილთან და ნეჯათი ზენგინთან ერთად თავის მაყურებელს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უმასპინძლებს. 

პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდება. სპექტაკლებში, თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები-ლეილა კასუმოვა, ასლან მამედოვი, თურგაი ველი-ზადე, ნამიკ მუსაევი, ბიულ ბიულ ალიევა, აისელ მამედოვა ითამაშებენ.

Entrance Fee: 15 Gel / for Students: 10 Gel

მოძრაობის თეატრი
აღმაშენებლის გამზ. №182, მუშთაიდის ბაღი