გიწვევთ ნუცი ნებიერიძის საავტორო მუსიკის კონცერტზე

23 ივლისი 20:00 საათზე

ნუცი ნებიერიძე (ვოკალი)
პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო)
რეზო კიკნაძე (ტენორ/სოპრანო საქსოფონი)
ხონძი/გიორგი ბერიშვილი (ალტ საქსოფონი)
ლევან დეისაძე (ბასი)

ირაკლი ჭოლაძე (დოლები)

ნუცი ნებიერიძე ქართველი ჯაზ-არტისტი, დაიბადა და გაიზარდა თბილისში, ამჟამად სწავლობს (The New School For Jazz And Contemporary Music) და მოღვაწეობს ნიუ-იორკში.

კონცერტზე “City of Pain” შესრულდება ნუცი ნებიერიძის საავტორო მუსიკა, მისი სრულიად ახალი და რამოდემინე წლის წინ შექმნილი კომპოზიციები საქართველოში პირველად დაიკვრება. მათ შორისაა “Freedom”, რომელიც წარმოადგენს ნუცის რეფლექსიას არსებულ რეალობაზე და აერთიანებს კონცერტის თემატიკას. ასევე შესრულდება “City Sounds”, კომპოზიცია რომელიც დაწერა 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით და სხვა ნაწარმოებები.

ნუციმ ადრეულ ასაკში გაიარა კლასიკური ფორტეპიანოს შვიდწლედი.
სამხატვრო აკადემიის, სახვითი ფაკულტეტის (კინოს მხატვრობა) დასრულების შემდეგ, ჩააბარა კონსერვატორიაში, სადაც არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან და პედაგოგებთან (გულიკო ჭანტურია, რეზო კიკნაძე, ზურა რამიშვილი, მერაბ ოძელაშვილი) დაამთავრა ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტი.

მისი დებიუტი ნიუ-იორკში “Nuci Nebieridze Quintet” პროექტით შედგა 2016 წლის ნოემბერში Richard Bona-ს კლუბ „Club Bonafide”-ში. ამავე პროექტით კიდევ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა ნიუ-იორკის სხვადასხვა ვენიუებში.

მეორე კონცერტი ასევე „Club Bonafide”-ში 2016 წლის დეკემბერში; 2017 წლის 5 მარტს ნუცი ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვენიუში „Rockwood Music Hall”-ში წარსდგა საკუთარი მუსიკით და სხვა თემების საინტერესო არანჟირებებით.

მისი ბოლო კონცერტი, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ კლუბში “Birdland” შედგა, მოწეულ პოფესორ Arun Luthra და “Nuci Nebieridze Quintet”-თან ერთად. ამ კონცერტებზეც შესრულდა ნუცის საავტორო მუსიკა, მისივე არანჟირებებით. ამ კონცერტის აფიშა ნიუ იორკის ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში “New York City Jazz Record”- ში დაიბეჭდა.

2010 წლიდან ნუცი აწყობდა კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნებსა და საკონცერტო სივრცეებში (შოტლანდია, ინგლისი, გერმანია და შეერთებული შტატები).

საქართველოში მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად არტ გენისა და ბათუმის ჯაზ ფესტივალებზე, ასევე კონცერტებზე ივენთ ჰოლში და თბილისის კონსერვატორიის დარბაზში, კულტურის სამინისტროს გასვლით პროექტებში და თანამშრომლობდა კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის პედაგოგებთან.
2016 წელს იმღერა გულიკო ჭანტურიას სოლო კონცერტზე ივენთ ჰოლში.
ასევე აკეთებდა პერიოდულად სტუდიურ ჩანაწერებს თბილისის კონსერვატორიის მუსიკისა და ტექნოლოგიის სტუდიაში ქართველ მუსიკოსებთან ერთად.

2015 წელს ჰქონდა ექსპერიმენტული დუეტ-პროგრამა guitar/vocals/loop/electro sound effects. ასევე მონაწილეობდა ტელე პროექტებში “The Voice” და “X Factor“.

ბილეთის ფასი : 10 ლარი (ნაღდი ანგარიშსწორებით)

აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი