პარადისო

3 ნომებერი 20:00 საათზე

ჩვენი თეატრი" წარმოგიდგენთ ერთმოქმედებიან თოჯინურ სპექტაკლს - ,,პარადისო".
„პარადისო“ არის თოჯინების სპექტაკლი ერთ მოქმედებად. მოქმედი პირები ხანდაზმულთა თავშესაფრის სამი ბინადარი - პიპო, იშაი, სერ რობერტი და მომვლელი ქალი ბონიტა არიან.
მოხუცები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მუსიკის აწყობას ცდილობენ. ისინი გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ინსცენირებაში, მხიარული და სევდიანი სცენების მონაცვლეობით, გათამაშებულია მოხუცების ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მათი ხასითების თავისებურებები...
სიკვდილი, როგორც სიბერე, ჩვენი ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა, უბრალოდ, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გვიწევს გადასვლა. როდესაც წოდებები, წარმომავლობა, ფენები და საფეხურები თანდათან უფასურდება და მოხუცები ბავშვებს ვემსგავსებით, დავფიქრდებით იმაზე, თუ რა ავირჩიეთ და რა უარვყავით; რა ვაკეთეთ და რა სჯობდა, რომ გვეკეთებინა...,, პარადისო“ ჩვენი მარადისობაა, რომელიც აქ იწყება იმქვეყნად გრძელდება.საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ყველაფერი ჩვენთვის და მათთვის, ვისაც მუსიკის გარეშე, უბრალოდ, არ შეუძლია.

რეჟისორი: ირაკლი ხოშტარია

ინსცენირების ავტორი: ქეთევან ჩაჩანიძე
ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე
მონაწილეობენ: ილია სონღულაშვილი, ლაშა რობაქიძე, ხატია მანჯავიძე, თეა ბახტაძე, სოფიკო ჩხიტუნიძე, ნიკა ძაგანია

ბილეთის ფასი: 10 ლარი

მოძრაობის თეატრი
აღმაშენებლის გამზ. №182, მუშთაიდის ბაღი