სპექტაკლი ინტრო
29 აპრილი 20:00 საათზე

სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ალეგრია

'ინტრო", დრამატული ცირკია. მუსიკალური შოუ, რომელიც კომპოზიტორის, სანდრო ნიკოლაძის, ხილვებია, მოძრაობის თეატრის სცენაზე ცოცხლდება. სპექტაკლი ჟანრობრივად - ბრეხტის თეატრის, საცირკო სანახაობის, მარიონეტებისა და თანამედროვე თეატრის სინთეზია.

ბაგირზე მოცეკვავე ბალერინები, მხიარული ჟონგლიორები, ტანგო სამ განზომილებაში (კედელზე, ჰაერში და სცენაზე), თოკზე მოხტუნავე აკრობატები, გაცოცხლებული ქანდაკებები და ცოცხალი მუსიკა, ჯადოსნურ სამყაროს ჰქმნის. შესაბამისად სანახაობა ყველა ასაკის მაყურებლისათვის ერთნაირად ემოციურია.

რეჟისორი: კახა ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე


ბილეთის ფასი: 15 ლარი

აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი