სპექტაკლები
"პატარა უფლისწული" (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოების მიხედვით)

სკოლის მოსწავლე ბიჭუნა სახლში თამაშისას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ”პატარა უფლისწულის” წიგნს იპოვნის. 
ერთმოქმედებიანი კომედია "დონ ჟუანი"

ახალგაზრდა გულთამპყრობელი დონ ჟუანი, თავის მსახურ-სგანარელთან ერთად სახლიდან სახლში საყვარლებთან დადის. მისთვის მოულოდნელად ქალაქის მოედანზე კომანდორის ქანდაკებას დაინახავს.
ნებისმიერი დასაწყისი დასასრულს მოასწავებს. ადამიანი მარად ეძებს საკუთარ თავს და თავის მეორე ნახევარს;
ადამიანს ახალი ურთიერთობის დამყარების, ახალი ცხოვრებისეული როლის მორგების განუწყვეტელი მოთხოვნილება აქვს;
ამბავი ერთი მკვლელისა - ჟან-ბატისტ გრენუის მიერ ჩადენილი მკვლელობების ამბავი სრულყოფილი სუნამოს შესაქმნელად (პატრიკ ზიუსკინდის ”სუნამოს” მიხედვით).
რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
ერთმოქმედებიანი მუსიკალური პოეზია. "ბეტონის ზონა" - "რეჩიტატივი ქალაქში" -ს დეტალებზეა აგებული, თეატრის დარბაზში გადავიდა და უფრო მაშტაბური და საინტერესო გახდა
ამ ქალაქში ნახავ ისეთ რამეს, რასაც სხვაგან ვერ ნახავ! როგორ გვიყვარს ჩვენი ქალაქი?!
მილანის კანონიერ მთავარს - პროსპეროს, თავისი ძმა - ანტონიო უკანონოდ წაართმევს ტახტს. პროსპერო შემთხვევით გადაურჩება სიკვდილს და კუნძულზე აღმოჩნდება თავის ქალიშვილ - მირანდასთან ერთად,სადაც ჰაეროვანი სული - არიელი და მახინჯი მონა - კალიბანი ცხოვრობს.

ერთმოქმედებიანი მისტერია ცოცხალი მუსიკით

სპექტაკლში აღწერილია ადამიანების ცხოვრების ეტაპები. ადამიანები უსასრულო ლაბირინთში მოძრაობენ - სოციალურში, ურბანულში, ემოციონალურსა თუ კომუნიკაციურში.
ნოველები

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი იმის შესახებ, რაც კულისებს მიღმა ხდება. რეპეტიცია, სადაც რეჟისორი როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს ესაუბრება

პერფორმანსი, ზღაპრის და ბოდი არტის ერთგვარი სინთეზია.

სიუჟეტი ვითარდება მითიურ პომპას კონტინენტზე, რომელიც ფანების საგვრეულოს მართვაშია. ციხიდან გაქცეული საშიში დამნაშავე პომპოს იმეპრიის პრინცესა დოს გაიტაცებს და გამოკეტავს საშინელ ციხე სიმაგრეში, რომლის გამოხსნასაც ცდილობენ მოუხერხებელი ტიო და ჯინიანი ჯინა.

ერთმოქმედებიანი მისტერია - სპექტაკლი მატრიარქატი არის ერთგვარი ანარეკლი იმ საზოგადოებრივი ვითარებისა, რომელშიც ქალი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ისტორიაში იყო ეტაპები როდესაც მატრიარქატი, ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენათა შედეგად დგებოდა, თუმცა დღეს, ქალთა ეს მდგომარეობა რეჟისორის მიერ აღქმულია,

ერთმოქმედებიანი ილუზია. ცნობილი ილუზიონისტი სპექტაკლ «აბრაკადაბრაა»-ზე აგვიანებს.   ამ დროს მისი ორეული დროს იხელთებს და სცენაზე გამოდის მის მაგივრად. ორეული ცდილობს რაც შეიძლება მეტი ფოკუსი უჩვენოს მაყურებელს, ვიდრე ილუზიონისტი მოვა თეატრში.

ბალეტის, ცეკვის, ცირკისა და პანტომიმის სინთეზით ინსცენირებული სამყაროს წარმოსახვითობა. ის (სამყარო) პარადოქსულია, ერთდრულად არის რეალურიც და ირეალურიც. ეს სამყარო ფერების, ემოციების, აზრების, ბგერების, სინათლის სხივების გამებით არის შევსებული.

მოქმედება ვითარდება მისტიურ ქალაქში