აბრაკადაბრა

ერთმოქმედებიანი ილუზია. ცნობილი ილუზიონისტი სპექტაკლ «აბრაკადაბრაა»-ზე აგვიანებს.   ამ დროს მისი ორეული დროს იხელთებს და სცენაზე გამოდის მის მაგივრად. ორეული ცდილობს რაც შეიძლება მეტი ფოკუსი უჩვენოს მაყურებელს, ვიდრე ილუზიონისტი მოვა თეატრში.

ორეულს სცენაზე დაბნეული ასისტენტი უწევს პარტნიორობას, რომელმაც არ იცის მისი შემდეგი ნაბიჯი  და ცდილობს იმპროვიზირებულად გაამართლოს თავისი ქმედება.