ლაბირინთი

ერთმოქმედებიანი მისტერია ცოცხალი მუსიკით

სპექტაკლში აღწერილია ადამიანების ცხოვრების ეტაპები. ადამიანები უსასრულო ლაბირინთში მოძრაობენ - სოციალურში, ურბანულში, ემოციონალურსა თუ კომუნიკაციურში. ხშირად, თავად ვაშენებთ ლაბირინთის ჩიხებს და ამას ვაკეთებთ გაუცნობიერებლად.სპექტაკლში მაყურებელი მოქმედების განუყოფელი ნაწილია, მას შეუძლია იმოძრაოს სცენის ირგვლივ და წარმოდგენას სხვადასხვა რაკურსიდან უყუროს.

 

სპექტაკლის ხანგრძლიობა - 45 წთ