პრემიერა ახლოვდება

8 ოქტომბერს, მოძრაობის თეატრის დაბადების დღეა, რაც იმას ნიშნავს რომ თეატრი საპრემიეროდ  ემზადება.
თეატრი ყოველ წელიწადს სთავაზობს თავის ერთგულ მაყურებელს რამდენიმე ახალ სანახაობას. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და დაუვიწყარ სამყაროში ამოგზაურებს მაყურებელს.2017-2018 წლის თეატრალურ სეზონზე მოძრაობის თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგება ახალი სპექტაკლით, პატრიკ ზიუსკინდის პიესაზე - ,,სუნამო (ამბავი ერთი მკვლელისა)’’.

რეჟისორი - იოსებ ბაკურაძე
კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე