Silent Disco

9 ოქტომბერი, 18:00 საათი


SILENT DISCO ანუ „ჩუმი ცეკვა-თამაში“, ასე დავარქვით ჩვენს ახალ, მხიარულ წამოწყებას. ჩვენ დავმეგობრდით „ბეტასთან“ და გვინდა გაგიზიაროთ ძალიან ახალი, სასიამოვნო და გამაფრთიანებელი გამოცდილება. გეპატიჟებით ყველას „ჩუმი ცეკვა-თამაშის“ ღონისძიებაზე.

რას ნიშნავს ეს? - თეატრში მოვიპატიჟეთ ორი არაჩვეულებრივი DJ, რომლებიც შემოგვთავაზებენ ¨დაუნტემპოს¨ მუსიკას. მუსიკა ჩაეშვება უსადენო ყურსასმენებში. შენ შეგეძლება აირჩიო ორ არხს შორის რომელ მუსიკას, ანუ რომელ DJ მოუსმინო.


რატომ უსადენო ყურსასმენებით? - წარმოიდგინე, შენი მუსიკით, შენი ტემპით, შენ გექნება შესაძლებლობა იცეკვო თეატრის სცენაზე, ან თეატრის მისაღებში (თუ ჩვენთან ოდესმე ხართ ნამყოფი, დამეთანხმებით იმ სივრცეში მუსიკით დაკარგვა ალბათ საუკეთესო გამოცდილება იქნება), და რაც მთავარია შენი მუსიკით შეგეძლება მუშტაიდის ბაღში, ბუნებაში და ხეებთან იცეკვო და ითამაშო.

მოკლედ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაუვიწყარი საღამო გამოვა. გეპატიჟებით ყველას. ასაკი შეზღუდული არ არის, მოიყვანეთ თქვენი მოზარდი შვილები, მშობლები და მეგობრები. ერთად ვიცეკვოთ! ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის „ფხიზელი“ ღონისძიება და ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ სასმელებს. ამიტომ მოიტანეთ თქვენი წყლის ბოთლები და კომფორტული ტანისამოსი. იჩქარეთ, ყურსასმენების რაოდენობა შეზღუდულია.

Let’s get groovin

ღირებულება: 50

რეგისტრაციის ბმული.

ბეჭდვა