Святослав Власов - Пойми. Обмани. Заставь!

8 აპრილი 21:00

Святослав Власов - Пойми. Обмани. Заставь!

მოძრაობის თეატრი წარმოგიდგენთ
კინო სეანსებს - "სხვა კინო"
ფსიქოლოგ მარინა გოკსაძე-სთან ერთად

NLP-ის ტექნოლოგიების გამოყენებით ისევე შესაძლებელია ადამიანი დააპროგრამო წარუმატებლობაზე, ან პირიქით გამოიყენო ეს შესაძლებლობები მის სასარგებლოდ და გადაარჩინო თვითმკვლელობისგან მაგალითად, როგორც ამ ფილმშია ეს ნაჩვენები.
ფილმში ნაჩვენებია სამი ისტორია, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს ნათლად დაინახოს თუ რამხელა ძალა აქვთ ადამიანებს, რომლებიც მანიპულაციის ტექნიკებს ფლობენ.

1. პირველ ისტორიაში, ადამიანი რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს საბრძოლო ხელოვნებასთან, ნოკაუტში ჩააგდებს მსოფლიო მასშტაბით აბსოლუტურ ჩემპიონს ბოქსში. ისე რომ თითსაც არ დააკარებს და გაითვალისწინეთ არანაირ ჰიპნოზს აქ ადგილი არ აქვს. 

2. მეორე ისტორიაში ფიზიოლოგიის სპეციალისტი, დაეხმარება გამოძიებას, მხოლოდ იმით რომ უყურებს და შეისწავლის გამტაცებლის გამოგზავნილ რამდენიმე წუთიან ვიდეოს გამოსასყიდთან დაკავშირებით. გატაცებულია სამი წლის ბავშვი. 

3. ხოლო მესამე ისტორიაში ,,ფსიქოლოგიური მიერთების'' მეშვეობით მაშველი ისეთ ზემოქმედებას მოახდენს ადამიანის არაცნობიერზე, რომ გადააფიქრებინებს მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან გადახტომას. არ დაგავიწყდეთ ადამიანი დგას სახურავის ზღურბლზე ხოლო მაშველი მას არც კი ეხება. 

სამივე ეპიზოდის მონაწილეები ფლობენ ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ტექნიკებს და შესაბამისად შეუძლიათ მართონ ადამიანები, მართონ როგორც მარიონეტები, მხოლოდ მათ არაცნობიერზე ზემოქმედებით.


ბილეთის ფასი : 10 ლარი
სტუდენტები : 7 ლარი

აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი