სპექტაკლები

“როგორებიც ჩვენ ვართ, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამ დროს ქვეყანა უფრო მაგარი გვაქვს და ჩვენ სუსტად გამოვიყურებით... სამწუხაროდ! რა არ გვყოფნის?! რა ვერ გავიყავით?!

ჯადოსნური ღამე
"შეყვარებული წყვილების სხვადასხვა ისტორიები. ბაღში ახლადგაცნობილ წყვილს დაკარგული შინაური ცხოველები უბრუნდებიან

ფ ა უ ს ტ ი
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
ქრონომეტრაჟი: 50 წთ
ენა: არავერბალური
რეჟისორი: კახა ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე
მხატვარი: კახა ბაკურაძე

„ღვთაებრივი კომედია“ / დანტე ალიგიერი
სამი 20 წუთიანი ქორეოგრაფიული დადგმა
ქრონომეტრაჟი: 1:20 სთ (ორი 10 წუთიანი ანტრაქტი)

მუნჯი კინოს ხერხით დადგმული კომედია. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში, კომიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.

ჯემალ ქარჩხაძის შესანიშნავი მოთხრობის ინსცენირება, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის ევოლუციის შესახებ, პრეისტორიული ხანიდან პიროვნებად ფორმირებამდე და მას შემდეგ, ჭიდილი გარემოსთან, საზოგადოებასთან.

ამბავი ერთი მკვლელისა - ჟან-ბატისტ გრენუის მიერ ჩადენილი მკვლელობების ამბავი სრულყოფილი სუნამოს შესაქმნელად (პატრიკ ზიუსკინდის ”სუნამოს” მიხედვით).
რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
მუსიკალური შოუ, რომელიც კომპოზიტორის სანდრო ნიკოლაძის ხილვებს არის დაფუძნებული. გმირები რეალური ცხოვრებაში არსებული სოციალური და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები არიან და კრებსითად წარმოგვიდგენენ ამ ჯგუფების მანკიერ სახეებს.
"პატარა უფლისწული" (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოების მიხედვით)

სკოლის მოსწავლე ბიჭუნა სახლში თამაშისას ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ”პატარა უფლისწულის” წიგნს იპოვნის. 
ერთმოქმედებიანი კომედია "დონ ჟუანი"

ახალგაზრდა გულთამპყრობელი დონ ჟუანი, თავის მსახურ-სგანარელთან ერთად სახლიდან სახლში საყვარლებთან დადის. მისთვის მოულოდნელად ქალაქის მოედანზე კომანდორის ქანდაკებას დაინახავს.
ნებისმიერი დასაწყისი დასასრულს მოასწავებს. ადამიანი მარად ეძებს საკუთარ თავს და თავის მეორე ნახევარს;
ადამიანს ახალი ურთიერთობის დამყარების, ახალი ცხოვრებისეული როლის მორგების განუწყვეტელი მოთხოვნილება აქვს;
ერთმოქმედებიანი მუსიკალური პოეზია. "ბეტონის ზონა" - "რეჩიტატივი ქალაქში" -ს დეტალებზეა აგებული, თეატრის დარბაზში გადავიდა და უფრო მაშტაბური და საინტერესო გახდა
ამ ქალაქში ნახავ ისეთ რამეს, რასაც სხვაგან ვერ ნახავ! როგორ გვიყვარს ჩვენი ქალაქი?!