ადამიანს ახალი ურთიერთობის დამყარების, ახალი ცხოვრებისეული როლის მორგების განუწყვეტელი მოთხოვნილება აქვს; ადამიანი მუდამ გაურბის სიმარტოვეს და მაინც მარტოა სამუდამოდ.სამყაროს დუალიზმის იდეის ერთერთი ხატოვანი განსახიერებაა იანუსი, დასაწყისისა და დასასრულის რომაული ღვთაება.
სპექტაკლი “ეკლიფსი” ამ იდეის ირონიული ინტერპრეტაციაა. ადამიანის ცხოვრების პარადოქსულობა წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ევროპული და იაპონური ცეკვის, ფიზიკური თეატრის სხვადასხვა მიმდინარეობის ელემენტების გამოყენებით.
რეჟისორი: ნინო ბურდული
მხატვარი: ნინო თათარაშვილი
მონაწილეობენ:
ელიზბარ ჩხეიძე, გიორგი გოგავა, ეკატერინე გაბაშვილი, თიკა ჯაბანაშვილი, უჩა მჟავია, თამარ შენგელია