«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის
ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შეუძლებელია «მოძრაობის თეატრზე»
ლაპარაკი კახას გარეშე, ისევე როგორც კახაზე, თეატრის
გარეშე.
საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა
ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის
შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, რომელიც გარკვეულწილად იძულებითი
ნაბიჯიც იყო, რადგან მიღებული ჰქონდა ტრავმა და საჭირო იყო გარკვეული
პერიოდით შესვენება. საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა და მისი
გამოცდილების მქონე თეატრალის უქმად მოცდენას არავინ დაუშვებდა,
ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა
მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა
პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული
იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა
დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის
ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის
სამყაროში…
პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო და იმ დროის ნაცრისფერი ქალაქის ფონზე, დასის გამოჩენა თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე, დიდი დღესასწაული იყო. მოგვიანებით თეატრალური სარდაფის მიმდებარედ, კახა ბაკურაძის დასს გამოუყვეს პატარა ფართი, სადაც პირველი სცენა აეწყო მოძრაობის თეატრისთვის. ცნობისათვის ეს კონსტრუქცია რომელიც მაშინ მოეწყო, დღემდე გამოიყენება თატრში და შენობაში შესულ სტუმარს, სწორდ ამ კონტრუქციისგან შექმნილი კედელი ხვდება თვალში. თეატრალური სარდაფის დარბაზში შესვლისას, მოძრაობის თეატრის დასი სულ შვიდი კაცისაგან შედგებოდა და ოთხ ბოძს შორის გაჭედილ 4*4 მმ სცენაზე, საოცარ წარმოდგენებს მართავდა, რომელსაც ძალიან მალე გაუჩნდა საკუთარი მაყურებელი. ამის შემდეგ მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, დაწყებული აკაკი ხორავას სახლიდან და დამთავრებული რკინიგზელთა სახლის პატარა ოთახით, რომელშიც ძველი კინოსტუდიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ნახევრად განადგურებული რეკვიზიტებისა და კოსტიუმების ამარა, ნიკა მემანიშვილმა რკინიგზელთა სახლში შეიფარა და იქ დაჰყვეს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს.
თეატრის მშენებლობა მუშტაიდის ბაღში 3 წელს გაგრძელდა, სამშენებლო მასალა უამრავი კეთილი ადამიანის დახმარებით იქნა მოძიებული და საკუთარი შრომის ფასად საბოლოოდ დასრულებული სახე 2013 წელს შეიძინა. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ჩვენი თეატრის ისტორია ამით არ სრულდება და ის გრძელდება. ყოველ დღე ამ ისტორიის ახალი ფურცელი იწერება და ის აუცილებლად იქნება თეატრის მომავალი ისტორიის ფურცლებზე აღწერილი.