“როგორებიც ჩვენ ვართ, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამ დროს ქვეყანა უფრო მაგარი გვაქვს და ჩვენ სუსტად გამოვიყურებით... სამწუხაროდ! რა არ გვყოფნის?! რა ვერ გავიყავით?!
ან რა გვაქვს ამდენი რომ ვერ გავიყავით, ან რამდენი ვართ რომ არავის
არ ყოფნის?! აღარა ვართ... აი, ამ ჭიდაობაში... და ამ ყველაფერზეა ეს
სპექტაკლი.
“დღემდე ერთმანეთს ვაბრალებთ საკუთარ შეცდომებს. დავდივართ და
ერთმანეთს დედას ვაგინებთ, დიდიან პატარიანად. დავიმსახურეთ, არ
დავიმსახურეთ, სულ ერთია! ამდენი ნაგავი ვინ დაყარა?! მარტო მე
დავყარე? იმდენი სიგარეტის ნამწვი ვისროლე, მერე როცა მივხდი, რას
ვქარავდი და აკრეფა დავიწყე, ვეღარ ავდივარ. ვკრიფავ და არ თავდება!
მაშინ ვერ ვხდებოდი. მეც მივამატე სხვებისას. ყოველდღე ვშრვებით ამას
და ერთმანეთს ვაბრალებთ, იმას რაც შენი ბრალია, ჩემი ბრალია.
ველოდებით ვიღაცას, რომ მოვა და დაგვის. ტვალეტში სიარული არ ვიცით!
მთელს ქალაქში ერთი ტვალეტიც არ დგას! რა ქნას?! ან სად ქნას?! “
ყველას თავისი თავი გასჭირვებია! ვითომ არავის არაფერი
დაგვჭირვებია!“, - კახა ბაკურაძე.
ენა: ქართული
ხანგრძლივობა - 00: 50
ავტორი: კახა ბაკურაძე
რეჟისორი: კახა ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე
ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე
საჰაერო ეპიზოდების ქორეოგრაფი: ნატა შუაქრიშვილი
მსახიობები: ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, გიორგი
ხაჩიძე, ნინიკო ავალიანი
მუსიკოსები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია, ვალო ყარალაშვილი, სიმონ
ბითაძე
ბილეთის ფასი : 20 ლარი
აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი