ვალერიან შიუკაშვილის საქველმოქმედო კონცერტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 16 ივლისს 20:30 საათზე, მოძრაობის თეატრში გაიმართება ვალერიან შიუკაშვილის საქველმოქმედო სოლო კონცერტი, რომლიდან შემოსული თანხა
სრულად მოხმარდება „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ საცხოვრებელი სახლის იჯარის ღირებულებასა და მიდმინარე საყოფაცხოვრებო ხარჯებს. ა(ა)იპ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ საქართველოში ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, რაც ძირითადად სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარებაში გამოიხატება. ფონდის დამფუძნებელები არიან სიმსივნით გარდაცვლილი 17 წლის ბერი ანდრიას მშობლები. ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის 29 ბავშვი, მათგან 10 კონტროლის, ხოლო 19 აქტიური ქიმიოთერაპიის კურსის ქვეშ იმყოფება.