მარიკა კანდელაკის პერსონალური გამოფენა

16 მაისი 19:00 საათზე

ინსტალაცია და პერფორმანსი, მარიკა კანდელაკის.
მუსიკა - Voider (ნინო ბოჟიჩი, ტედ მინეო, მარიკა კანდელაკი)
მარიკა კანდელაკის პოემა “დედა ხვრელი” ხვრელის ლექსიკონიდან, (კოლინ ასპერისა და მარიკა კანდელაკის ერთობლივი პროექტიდან).

რას ნიშნავს უარყოფის წარმოდგენა? თუ ქალი სტრუქტურული კატეგორიაა, რას ნიშნავს ამ სტრუქტურის ასახვა? რა არის ის-ადგილია თუ სივრცე? აქვს თუ არა მას კედლები? მისი ნახვრეტები ფანჯრებია? რამდენი ფანჯარა აქვს მას? როგორ გაივლი მასში როგორც თაღში? თუ შეგიძლია მასზე გადავლა, როგორც გადასასვლელზე? არის ის ნაგებობა, რომელშიც შეგიძლია იცხოვრო? თუ ნაპრალებიანი მერყევი შენობაა? თუ ის არის დახშული სივრცე დახურული ფანჯრებით? როგორი მოაჯირები აქვს მის აივანს? რა მასალისაა ფასადი უბრალო კირქვით არის გაწყობილი თუ მოპირკეთებულია მარმარილოთი? არის თუ არა წარწერები მის კედლებზე?
ქალი არის სტრუქტურა, ხოლო დედა არის ისტორია.
▷ მარიკა კანდელაკი მიზნად იღებს ისტორიული ნარატივების სტრუქტურულ კუთხეებს და იკვლევს წარმოდგენებს სპეკულაციური ფორმალიზმით. მის ნახატებში სივრცე არის ყოველთვის ფილოსოფიური შეკითხვა. ესაა დროის შეკითხვა. ესაა არსებისა და დროის შეკითხვა. მისი პროცესი ეფუძნება არქიტექტორული ფორმებისა და ისტორიული ქალების წარმომგდენი სიმბოლოების ფიზიკურ განცალკევებას, რომელიც შემდეგ შეკრულია და დაპირისპირებულია დამცირების (დადაბლების) ნარატივებთან, მუდმივად მონუმენტალობის ღრმა ირონიის აღმოჩენის. მისი ბოლო თიხის ნამუშევრები წარმოადგენენ არსებებს, როგორც ნაცნობს, ასევე, უცნობს. ეს სკულპურები წამოაჩენენ ქალურ მახასიათებლებს, რომლებიც ერთდროულადარიან პრე და პოსტ ისტორიული. ეს არის არქეოლოგიური გათხრები ქალისა, რომელიც არაა (არ არსებობს). მუდმივი შეკითხვა, რომელსაც მარიკა სვამს თავის ნამუშევებში არის - არებობს იდენტობის მიღმა ქალობა, პატრიარქალური დიქოტომიის მიღმა? კანდელაკისთვის ქალის კულტურა შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო კულტურა.

კანდელაკს გამოფენები ჰქონდა შემდეგ ადგილებში: Stellar Projects, ნიუ იორკი (2018); Lenbachhaus, მიუხნენი გერმანია (2017); Art in General, ნიუ იორკი (2016); Moma PS1, ლონგ აილენდ სითი, ნიუ იორკი (2016); P!, ნიუ იორკი (2015); The Drawing Center, ნიუ იორკი (2015); Queens Museum, ნიუ იორკი (2015); The Foreman Art Gallery of Bishop’s University, შერბრუკი, კანადა (2012); და Bridge Gallery, ნიუ იორკი (2012). მისი ნამუშევრები მიმოიხილეს შემდეგ პუბლიკაციებში: frieze, Guardian, Art Practical, Wire Magazine, დაThe Brooklyn Rail. ასევე მას წვლილი მიუძღვის შემდეგ პუბლიკაციებში, როგრებიცაა The Third Rail, Notes: on Value და Fuse Magazine. მარიკა კანდელაკს გამოცემული აქვს ალბომი თავის ყოფილ Alex Delivery დელივერისთან Jagjaguwar რეკორდის ლეიბლზე და ამჟამად თავისი ახალ ბენდ Voider ერთად ალბომის გამოცემის პროცესშია.

www.marikakandelaki.com

Movement Theatre / მოძრაობის თეატრი
აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი