27 მაისი 20:00
საათზე
მუშტაიდის ბაღში გაიმართება მოძრაობის თეატრის ღია წარმოდგენა და
ცეცხლოვანი შოუ თბილისის ცის ქვეშ!
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!
"თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიის მიერ ინიცირებული კულტურისა
და ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს
მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური
ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო
ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში
კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში
დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი
ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა,
ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა. პლატფორმა მოიცავს
მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია
კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს,
ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი
იქნება.
აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი