მოძრაობის თეატრი კასპში ასტიგმატისტები

28 იანვარი 15:00 საათზე

მოძრაობის თეატრის გასტროლი კასპის კულტურის ცენტრში - მუნჯი კინოს ხერხით დადგმული კომედია


აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში, კომიკურ სამყაროში გამოგზაურებთ. სამი თაობის ერთად ცხოვრების გამოწვევები.
”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, თუმცა მათ შორისაც არის სხვაობა. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. იუბილარი მამა გამოუსადეგარ საჩუქრებს იღებს. ახალგაზრდა გოგო შეყვარებულს ჩუმად ხვდება პაემნებზე.

რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე
მხატვარი: ბიძინა სიდიანი
მონაწილეობენ: ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, უჩა მჟავია, გიორგი ხაჩიძე

პროექტი ხორციელდება კასპის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით.

ბილეთის ფასი: 5 ლარი
(კასპის კულტურის სახლის სალარო)