ერთმოქმედებიანი მისტერია - სპექტაკლი მატრიარქატი არის ერთგვარი ანარეკლი იმ საზოგადოებრივი ვითარებისა, რომელშიც ქალი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ისტორიაში იყო ეტაპები როდესაც მატრიარქატი, ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენათა შედეგად დგებოდა, თუმცა დღეს, ქალთა ეს მდგომარეობა რეჟისორის მიერ აღქმულია,
როგორც თანამედროვეობის ერთერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლი, რომელიც თავისით, ვითარებიდან გამომდინარე დადგა, რის საფუძვლადაც რეჟისორი და სცენარის ავტორი, ქალთა იმ ეკონომიკურ აქტივობას იღებს, რომელიც კრიზისულ ვითარებებში ყოველთვის აქტუალურია. სპექტაკლი არის ასევე ერთგვარი პროტესტი ქალთა მიმართ იმ მომეტებული ძალადობისა, რომელიც აქტივობიდან გამომდინარე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, ძალზედ სერიოზული განხილვის თემად იქცა.«სპექტაკლი მატრიარქატი არის სარკე იმ საზოგადოებრივი ვითარებისა, რომელშიც ქალი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მატრიარქატი, პოლიტიკურ მოვლენათა შედეგად დგება, რომელიც დღეს მძაფრად იგრძნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. სპექტაკლი არის პროტესტი ქალთა მიმართ იმ მომეტებული ძალადობისა, რომელიც უფრო თვალსაჩინო გახდა და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, ძალზედ სერიოზული განხილვის თემად იქცა.