ასტიგრამიტისტები

მუნჯი კინოს ხერხით დადგმული კომედია. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში, კომიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.

სპექტაკლ ”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, თუმცა მათ შორისაც არის სხვაობა. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. იუბილარი მამა გამოუსადეგარ საჩუქრებს იღებს. ახალგაზრდა გოგო შეყვარებულს ჩუმად ხვდება პაემნებზე.

რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე
მხატვარი: ბიძინა სიდიანი
მონაწილეობენ: ანა თალაკვაძე, ლექსო ჩემია, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, უჩა მჟავია