Move. Express. Connect.

1 ოქტომბერი - 30 ოქტომბერი

ეს არის მოძრაობის ვორქშოფი, სადაც მონაწილება შეუძლია ყველას ვინც დაინტერესებულია ცეკვით, ფიზიკური აქტივობით და სხეულის გათავისუფლებით. წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის. მუშაობის პროცესში გამოვიყენებთ თანამედროვე ცეკვისა და ფიზიკური თეატრის ტექნიკებს, სომატურ პრაქტიკებსა და იმპროვიზაციას, რაც დაგეხმარებათ საკუთარი სხეულის ენის აღმოჩენაში. 


ეს არის სივრცე, სადაც უსმენ შენს სხეულს და იკვლევ როგორ სურს მას მოძრაობა და კომუნიკაცია. ეს საავტორო პროგრამა აერთიანებს შინაგანი მდგომარეობისა და თავისუფალი მოძრაობის სინთეზს. აადვილებს შინაგანი კომპლექსის მოხსნას და გაძლევს საშვალებას ინდივიდუალური ქორეოგრაფიისა და შეგრძნების საშვალებით იპოვო და ამოაცინო შენი განსხვავებული პლასტიკა 

ვორქშოფზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ ფორმა


ვორქშოფის ღირებულება: 530