Unlock: Chapter Three

12 ივლისი 20:00 საათზე

პროექტი Unlock-ის მესამე თავი ჩვენს დღევანდელობას ეხმაურება.

მულტიმედიური მოგზაურობა - „დღეს“, მიზნად ისახავს შემოგთავაზოთ დღევანდელი რეალობა ჩვენს მიერ დანახული, ახალი კუთხით. ჩვენ, აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების სტუდენტები, სხვადასხვა ხელოვნების მიმართულებების გამოყენებით ვეხმაურებით დღევანდელობას და საკუთარ ხედვას გადმოგცემთ მოძრაობის თეატრის შემოქმედებით სივრცეში. ახალი თავგადასავლისთვის საჭიროა შენი ყველა ხედვა მოიტოვო უკან, დაიცალო ყველა ემოციისგან და ახალი პერსპექტივებისთვის ღია, გამოგვყვე. გამოფენის ფარგლებში გამოყენებული იქნება შემდეგი მედიუმები:

-ფოტო
-ვიდეო
-ინსტალაცია
-მუსიკა
-პრინტი

ჯემ სეშენი 21:00 - 00:00

პარტნიორები: GIPA, Radio GIPA, მოძრაობის თეატრი

დასწრება თავისუფალია

მოძრაობის თეატრი
აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი