16 ივნისი 20:00 საათზე
მას შემდეგ რაც გონებამ ლაბირინთის ფენომენის აღქმა შესძლო,
ადამიანებს უცნაური სურვილი აქვთ ლაბირინთში მოგზაურობის და ვიზუალური
ხილვისა. მის მიმართ ინტერესი არასოდეს ნელდება.
სპექტაკლში, მაყურებელი, მოქმედების განუყოფელი ნაწილია, მას შეუძლია
იმოძრაოს სცენის ირგვლივ და წარმოდგენას სხვადასხვა რაკურსიდან
უყუროს.
სპექტაკლში აღწერილია ადამიანების ცხოვრების ეტაპები. ადამიანები
უსასრულო ლაბირინთში მოძრაობენ - სოციალურში, ურბანულში,
ემოციონალურსა
თუ კომუნიკაციურში. ხშირად თავად ვაშენებთ
ლაბირინთის ჩიხებს და ამას ისე ვაკეთებთ,
ვერც კი ვხვდებით.
რეჟისორი: კახა ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე
ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე
ბილეთის ფასი: 15 ლარი
სტუდენტებისთვის 10 ლარი
biletebi.ge
აღმაშენებლის გამზ. 182 / მუშთაიდის ბაღი