მოძრაობის თეატრი მესტიაში- ჩუმად, რეპეტიციაა!

29 ივლისი 19:00 საათზე

ა.ა.ი.პ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ლეო ფილფანის სახელობის თეატრი მოძრაობის თეატრს უმასპინძლებს.


19:00 - ჩუმად, რეპეტიციაა!

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი იმის შესახებ, რაც კულისებს მიღმა ხდება. რეპეტიცია, სადაც რეჟისორი მაყურებელს და მსახიობებს ესაუბრება, თუ როგორ მიმდინარეობს სპექტაკლზე მუშაობა, ვიდრე იგი მაყურებლის წინაშე დასრულებული სახით წარდგება.

სპექტაკლი შედგება სხვადასხვა მცირე ნოველებისგან: „ბოჰემური რაფსოდია“, „მშვენიერი დილა“, „სინემა“, „სტუმარ-მასპინძელი“, „შირლი ბეისი“, „მხატვარი“.

რეჟისორი - კახა ბაკურაძე